IBSU-ს სტუდენტები განათლების მინისტრსა და პრემიერს აქციით დახვდნენ
04-09-2018

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნის პარალელურად შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამშვიდობო აქცია გამართეს.

სტუდენტები საპროტესტო აქციით შეხვდნენ სტუმრად მისულ განათლების მინისტრს, პრემიერსა და ევროკომისარ იოჰანეს ჰანსს.

სტუდენტები ავროტიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვენ.

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ლარის ოდენობით გასულ კვირას დაფარა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203