პროფესიული განათლების სტუდენტები, შესაძლოა, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდნენ
03-09-2018
„არსებობს ინიციატივა, რომ პროფესიული განათლების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდნენ,“ - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხს მასშტაბური განხილვა სჭირდება:

„არის წინადადება პროფესიული განათლების სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ეს წინადადება არსებობს, თუმცა ის ცდება მხოლოდ განათლების მიმართულებას და ამ საკითხზე უნდა გავმართოთ კონსულტაციები თავდაცვის სამინისტროსთან და მთავრობის შემადგენლობასთან. თუკი მოხდება არსებულ საკითხზე შეჯერება, ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს, რომ შემდგომ შევიტანოთ ცვლილებები როგორც პროფესიული განათლების შესახებ კანონში, ისე წვევამდელთა შესახებ კანონმდებლობაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა  პარლამენტში, პროფესიული განათლების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203