დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოს - „ჩვენი საქართველო“ გრიფი მიენიჭა
03-09-2018
დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოს - „ჩვენი საქართველო“ გრიფი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია აწერს ხელს. იხილეთ ბრძანება.

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო მოიცავს მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნებს. სახელმძღავნელოს 5 ავტორი ჰყავს: გიორგი ავთანდილაშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი, როლანდ თოფჩიშვილი, ელენე მეძმარიაშვილი, ანა კუპრავა-გოგოლაძე.

შეგახსენებთ, რომ საგანი - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ ისევ გრიფისა და სახელმძღვანელოს გარეშეა. ამ საგნის სახელმძღავნელოსთან დაკავშირებით, სამინისტრომ კონკურსი მეორედ გამოაცხადა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203