ციხისძირის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანმა ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა
03-09-2018
ციხისძირის საჯარო სკოლის ოთხმა ოქროსმედალოსანმა ეროვნულ გამოცდებზე გრანტი მოიპოვა. ერთერთმა მათგანმა - დიანა დიასამიძემ კი სკოლის ისტორიაში პირველი 100 %-იანი გრანტი აიღო. სკოლის პედაგოგები აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავენ და წინასვლას უსურვებენ.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგები ციხისძირის საჯარო სკოლისთვის, რადგანაც ოთხმა ოქროსმედალოსანმა ეროვნულ გამოცდებზე გრანტების მოპოვებით დაამტკიცა სკოლის მიერ გამოცხადებული ნდობა, ხოლო ერთერთმა ოქროსმედალოსანმა, დიანა დიასამიძემ, სკოლის ისტორიაში ახალი რეკორდი ჩაწერა პირველი 100%-იანი გრანტის მოპოვებით. ვულოცავთ მას სკოლის პედაგოგები ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ცხოვრებაში წინსვლას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის