საქართველოში წლის ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტების სია ცნობილია
03-09-2018
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2018 წელს 27 906 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე გასული აბიტურიენტების დაახლოებით 70%-მა ჩააბარა.

საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით რეიტინგში პირველ ადგილს თსუ იკავებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს 67 საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე 4694 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა.

Forbes Georgia-მ საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით. 10 ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებლის სია გამოაქვეყნა:

• თსუ - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 6893

• ილიაუნი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 6579

• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 4567

• აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 2333

• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 2222

• თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1902

• სეუ - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1633

• თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1069

• ბათუმის საზღვაო აკადემია - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1044

• საქართველოს უნივერსიტეტი - პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 951
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203