ამერიკულმა ჟურნალმა WWB სექტემბრის ნომერი ქართულ ლიტერატურას მიუძღვნა
02-09-2018

ცნობილმა ამერიკულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა, Words Without Borders-მა სექტემბრის თვის მთელი ნომერი ქართულ ლიტერატურას მიუძღვნა. 

გამოცემამ გადაწყვეტილება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის გამო მიიღო.

ლიტერატურულმა ჟურნალმა ახალ ნომერში ექვსი თანამედროვე ქართველი ავტორი წარადგინა.

ეს ავტორები არიან: გელა ჩარკვიანი, ნაირა გელაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული და ირაკლი კაკაბაძე.

ქართველი ავტორების ნაწარმოებების პუბლიკაციების ფრაგმენტები გამოცემამ საგანგებოდ თარგმნა. 

თარგმანებს თან მწერლების ხმოვანი ჩანაწერებიც ახლავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203