ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანის, რაფაელ ნადალის წინააღმდეგ
02-09-2018
დღეს მთელი საქართველოს ყურადღება ამერიკის ღია პირველობისკენაა მიმართული, სადაც „ფლეშინგ მედოუს“ საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალური კორტზე, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.
26 წლის ქართველი ჩოგბურთელი კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის“ რომელიმე ტურნირის მერვედფინალში. აქამდე მას ოთხივე სლემზე საუკეთესო მიღწევა მესამე წრეში თამაში ჰქონდა.
ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში ის არგენტინელ გუიდო პელიას შეხვდა, რომელიც 6:3, 6:4, 1:6, 7:6(4) დაამარცხა, რაფაელ ნადალმა კი რუს კარენ ხაჩანოვს ანგარიშით 5:7, 7:5, 7:6(7), 7:6(3) მოუგო.
ნიკამ ამ გამარჯვებით ამერიკის ღია პირველობაზე 180 სარეიტინგო ქულა დაიბევა. შარშან მან მხოლოდ 10 ქულა აიღო. LIVE რეიტინგში ნიკა 31-ე ჩოგანია, ასე რომ ის აუცილებლად გაიუმჯობესებს კარიერის მიღწევას (35-ე ჩოგანი).
პროფესიულ ტურში ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელი ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. გასულ წელს როლან გაროსის მესამე წრეში ნადალმა ბასილაშვილი ანგარიშით 6:0, 6:1, 6:0 დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშილისა და რაფაელ ნადალის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს