ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სკოლაში უსაფრთხოების პრობლემებზე იმსჯელებენ
02-09-2018

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრებმა ისაუბრეს, რომ დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გამოვლენილ განათლების სისტემურ პრობლემებზე იმსჯელებენ. 

დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოქვეყნდება ფოტომასალა, რომელიც სკოლასთან ჩხუბის დაწყებამდე ბავშვების შეკრებას ასახავს.

დღევანდელ სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ესწრებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203