ზედმეტად, შეცდომითა და შეფასების შეცვლის შემთხვევაში გადახდილი თანხის დაბრუნების ვადები და პროცედურა
31-08-2018
შეფასებისა და გამოცების ეროვნული ცენტრი 2018 წელს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და საგამოცდო ტესტის შეფასების შესახებ აპელაციის განხილვის საფასურის დაბრუნების თაობაზე ინფორმაცია აქვეყნებს.

ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ტესტის შეფასების შესახებ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცვლის (მომატება/დაკლების) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 2018 წლის 3 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში - მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე, რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, რომლებშიც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იხ. განაცხადის ფორმა

გაითვალისწინეთ! იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების (თვითმომსახურების ტერმინალისა ან  ვებგვერდის) გამოყენებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203