რამდენ აპლიკანტს შეეცვალა აპელაციის შედეგად პირველადი ქულა - მასწავლებელთა გამოცდები 2018
31-08-2018
მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. საკუთარი ნაშრომის პირველადი შეფასება 1200-ზე მეტმა აპლიკანტმა გაასაჩივრა და როგორც შეფასებისა და გამოცების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, დაახლოებით 40%-ს ქულა შეეცვალა.

„1200-ზე მეტი განაცხადიდან 400-ზე მეტს შეეცვალა ქულა, დაახლოებით 40%-ს. ამ 40%-დან შემთხვევათა უმეტესობა ქულის მომატებით დასრულდა. ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი პროფესიულ უნარებში იყო, დაახლოებით - 500-მდე. შემდეგ კი - დაწყებითი საფეხურის ტესტებზე, დაახლოებით - 100-მდე განაცხადი. დანარჩენ საგნებში კი საჩივრების რაოდენობა ათეულობით იყო“, - განაცხადა ივა მინდაძემ.

მისივე თქმით, იმ აპლიკანტებს, ვისაც აპელაციის შედეგად ქულა შეეცვალათ, გასაჩივრებაში გადახდილი თანხა უკან დაუნრუნდება. სააპელაციო თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე განთავსდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203