„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
31-08-2018
რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის იბრძოლებს.

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 31 აგვისტოს, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა დიდი უმრავლესობით გამოავლინა.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სულ 6 ფილმი იბრძოდა.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება. 

ფილმის ტრეილერი იხილეთ აქ 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203