გადაიწევს თუა რა სწავლის დაწყების თარიღი, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, წიგნების ბეჭდვა ვერ ესწრება? - აღნიშნული კითხვით Etaloni.ge-ს რედაქციაში მასწავლებელთა და მშობელთა არაერთი წერილი შემოვიდა. საკითხის გასარკვევად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ წიგნების ბეჭდვა ვერ ესწრება, რის გამოც, სწავლა 17 სექტმებერს არ დაიწყება, სიმართლეს არ შეესაბამება:
„წიგნები იბეჭდება და სწავლის დაწყებამდე ყველა მათგანის დაბეჭდვა მოესწრება. 17 სექტემბერს ყველა მოსწავლეს მერხზე ახალი სახელმძღვანელოები დახვდება,“ - აღნიშნეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
ცნობისთვის, სექტემბრიდან I-VI ჩათვლით მოსწავლეები ახალი, გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან.
I-VI კლასის მოსწავლეებს შინაარსობრივი თვალსაზრისით გაუმჯობესებული და მსუბუქი სახელმძღვანელოები დახვდებათ2018-2019 სასწავლო წლის დაწყების თარიღი ცნობილია - იხილეთ კალენდარი