გრემის საჯარო სკოლამ კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა „World Vision“-ის მიერ ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობის მცირე გრანტების პროექტების კონკურსში მონაწილეობა მიიღო და „სკოლაში სამკითხველო დარბაზის მოწყობასთან დაკავშირებით“ პროექტი წარადგინა.
პროექტმა გაიმარჯვა და სკოლამ დაფინანსება 2390 ლარის ოდენობით მოიპოვა. ამ თანხით სკოლამ საკონფერენციო მაგიდა, წიგნების კარადები (კედელი) და სკამები შეიძინა-სამკითხველო დარბაზი მოაწყო.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის