უპრეცედენტო შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის - პედაგოგები პროფესიულ განვითარებას ონლაინ ფორმატში შეძლებენ
30-08-2018
პირველად საქართველოში, მასწავლებლებს მიეცემათ უპრეცედენტო შესაძლებლობა პროფესიული განვითარება ონლაინ ფორმატში გაიარონ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ზოგადპროფესიული უნარების და საგნობრივი მეთოდიკის ონლაინ კურსებს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) შესთავაზებს.

ამ მიზნით, ბათუმში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა ონლაინ ფასილიტატორების (ტრენერების) გადამზადების კურსზე. პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის, IREX-ის ტექნოლოგიების ექსპერტი მერი ბერნსი პროექტის მართვის ჯგუფისთვის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის ატარებს ვორქშოფს.

ვორქშოფი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის ონლაინ პროფესიული განვითარების სპეციფიკის გაცნობასა და ონლაინ პლატფორმაზე მუშაობის უნარების განვითარების ხელშეწყობას.

ონლაინ პროფესიული განვითარების კურსები პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე მზადდება, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტს აერთიანებს.

ონლაინ კურსები პედაგოგებს მისცემს საშუალებას, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ პროფესიული განვითარება. ონლაინ ტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარება.

პირისპირ კურსების ონლაინ ფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია ახორციელებს.

იხილეთ ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები - ყველაფერი პროექტის შესახებ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203