ლაშქრობაზე წასული ხუთი ქართველი ახალგაზრდა საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა
29-08-2018
დილას გავრცელებული ინფორმაციით, თრუსოს ხეობაში 5 ქართველი ტურისტი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა.

ქართველი ახალგაზრდები ლაშქრობაზე იყვნენ წასულები, როდესაც ასეთ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ. 

ბოლო ინფორმაციით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტმა ყე­ლის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დარ­ღვე­ვის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ხუთი მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას გამოაქვეყნა. 

„ჯა­ვას რა­ი­ონ­ში, ყე­ლის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ხუთი მო­ქა­ლა­ქე: 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბექა მაღ­რა­ძე, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქე­თე­ვან მაღ­რა­ძე, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მზია გო­მუ­რი, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვახ­ტანგ გუ­ბე­ლა­ძე და 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გია ბაღ­დოშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს“, - გა­ნა­ცხა­დეს „უწყე­ბის“ პრეს­სამ­სა­ხურ­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა სო­ფელ ჭვრი­ნი­სის მკვიდ­რის, 1951 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ხა­რა­ზიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას, ის ანა­ლო­გი­უ­რი ბრალ­დე­ბით თიღ­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბალ­თა­ში და­ა­კა­ვეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში ლაშ­ქრო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203