განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება
29-08-2018
„მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება და ხორციელდება პროფესიული განათლების განვითარების კუთხით,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ პროფესიული განათლება იყო:
„დღეს მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ პროფესიული განათლების მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის თაობაზე. მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება და ხორციელდება პროფესიული განათლების განვითარების კუთხით, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. ვფიქრობთ, ის მაჩვენებლები, რომლებიც გვაქვს პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით, გაუმჯობესდება და მოიმატებს სტუდენტების რაოდენობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმება. მომავალი წლიდან ვვარაუდობთ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და საერთაშორისო ჩართულობით ამ სფეროში გვექნება მნიშვნელოვანი ძვრები“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს