რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა საკუთარი, უფრო მაღალი ზღვრები დააწესა
29-08-2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა საკუთარი, უფრო მაღალი ზღვრები დააწესა, ზღვარს გადალახავს ის აბიტურიენტი, ვინც ნედლი ქულით გადალახა ზღვარი ან უფრო რთული (სასწავლებლის მიერ დაწესებული ზღვრის დიაპაზონში) ვარიანტი დაწერა და ზღვარი გათანაბრების შემდეგ გადალახა.
„ეს იქედანაც ჩანს, რომ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა ყოველთვის მეტია ან ტოლია მის მიერ მიღებულ ნედლ ქულაზე,“ - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ ცენტრმა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები და მინიმალური გამსვლელი ქულები წინა კვირას გამოაქვეყნა. უკვე ცნობილია გამოცდების სტატისტიკური ანალიზიც. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, ცენტრის ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის პირველ რიცხვებში გამოქვეყნდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს