ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსულ ენაში ცოდნა გაიღრმავეს
28-08-2018
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის VIIIა კლასში 2017-2018 სასწავლო წელს რუსულ ენაში ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. სასწავლო პროცესს პედაგოგი თამარ გიგიბერიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. სკოლის აღსაზრდელები საგაკვეთილო პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და რუსულ ენაში ცოდნა გაიღრმავეს.
გაკვეთილს პედაგოგები ესწრებოდნენ, რომელთაც სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს