საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები კონკურსში - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მონაწილეობენ
27-08-2018
საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ხატვის წრის მოსწავლეები საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის კონკურსში - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მონაწილეობენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები - ნიკოლოზ ხერგიანი, თორნიკე ქობულაძე, ციცი შორთიშვილი, მარიამ სვანიძე, სოსო ქუქჩიშვილი კონკურსში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
სკოლის აღსაზრდელებს ხატვას პედაგოგი ნათია კობალაძე ასწავლის.
კონკურსი საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის