შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
27-08-2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა საყურადღებოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, სოციალურ ქსელში შექმნილია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის არა ერთი ყალბი გვერდი, სადაც მათი სახელით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია:

„ვაცხადებთ, რომ ამ გვერდებს ცენტრთან საერთო არაფერი აქვს. ნუ მოტყუვდებით მსგავსი შინაარსის შეტყობინებებით და ნუ ენდობით ასეთი გვერდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 

გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდს: www.naec.gov.gewww.facebook.com/www.naec.ge,“ - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203