„ჩვენ შემდგომშიც გავაკეთებთ ყველაფერს საქართველოს სრული დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“ - ეს სიტყვები ჯონ მაკკეინს ეკუთვნის, ამერიკელ სენატორსა და ვიეტნამის ომის ვეტერანს, რომელსაც არაერთხელ გამოუხატავს საქართველოსადმი თავისი მხარდაჭერა.
კაცი, რომელმაც საქართველოს აშშ-ის მეგობარი და მოკავშირე უწოდა, დღეს ცოცხალი აღარ არის. ის 81 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მაკკეინის ოფისმა გაავრცელა.
ჯონ მაკკეინი 1936 წლის 29 აგვისტოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, პანამაში დაიბადა. მამა და ბაბუა მაღალი რანგის სამხედროები იყვნენ და ჯონიც მათ კვალს გაჰყვა. 1958 წელს მან ანაპოლისის საზღვაო აკადემია დაამთავრა, 1967 წელს კი ვიეტნამის ომში ჩაერთო. 1967 წლის ოქტომბერში, ჰანოის დაბომბვის დროს იგი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი მძევლობაში გაატარა, სადაც სერიოზულ წამებას გაუძლო. 1973 წლის მაისში ჯონ მაკკეინი პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს.
1981 წელს მან თავი ანება საზღვაო ფლოტს და არიზონაში გადავიდა, სადაც მალევე ჩაერთო პოლიტიკაში. ის ექვსჯერ აირჩიეს არიზონას შტატის წარმომადგენელ რესპუბლიკელ სენატორად.
მან ორჯერ მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ჯერ ბუშთან, შემდეგ კი ობამასთან დამარცხდა.
ჯონ მაკკეინი არაერთხელ ესტუმრა საქართველოს. მისი ბოლო სტუმრობის დროს, 2017 წლის იანვარში, ის აეროპორტიდან პირდაპირ ხურვალეთში გაემგზავრა, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტი იმყოფება.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ამერიკელ სენატორს, 2017 წელს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
2018 წლის აგვისტოში, მაკკეინის ოჯახმა განაცხადა, რომ იგი კიბოს მკურნალობას აღარ გააგრძელებდა.
ოთხ დღეში მას 82-ე დაბადების დღე უნდა ეზეიმა, კაცს, რომელიც იყო გმირი, პატრიოტი და საქართველოს ყველაზე დიდი გულშემატკივარი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს