
იტალიის ქალაქ ბრუნეკში „მთის ხალხის ფესიტავლი“ გაიმართა, რომელიც სვანეთის კულტურას მიეძღვნა და მიზნად ისახავდა რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმებში სვანური მატერიალური და არამატერიალური ძეგლების პრეზენტაციას.
სვანური ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციისთვის, ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის მოეწყო სვანური კულტურისადმი მიძღვნილი საგამოფენო-სადემონსტრაციო სივრცე, სადაც გაიმართა ლექცია სვანური ტრადიციული ინსტრუმენტების შექმნის ისტორიისა და დამზადების ტექნოლოგია, ხეზე ჭრის ტრადიდიციის შესახებ.
ფესტივალს იტალიის ადგილობრივი ხელისუფლება, კულტურისა და სამთო ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“ და საქართველოს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
იხილეთ ფოტოები