რა მოხდა რეალურად აბასთუმანში, იმ სასტუმროში, სადაც ბიძინა ივანიშვილი ისვენებს
23-08-2018
უკვე რამდენიმე დღეა, რაც ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად აბასთუმანში, სასტუმრო, „აბასთუმანი რეზიდენსში” ისვენებს. სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება ფოტოები, როგორ ასეირნებს ძაღლს პოლიტიკოსი და მეცენატი სასტუმროს ეზოში...

გუშინ თბილისის ფორუმზე გაიხსნა თემა, სადაც ერთ-ერთი მამაკაცი წერდა, თუ როგორ დაატოვებინეს მის მეუღლესა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილს სასტუმრო იმის გამო, რომ იქ ივანიშვილი მიდიოდა. მოგვიანებით მეუღლემ სოციალურ ქსელში ვრცელი კომენტარი გააკეთა, რომ ქმარმა არასწორად გაუგო და სასტუმრო ბიძინა ივანიშვილის გამო არ დაუტოვებია.

თამარ მურუსიძე: 


„არ მეგონა, ასეთი სიტუაცია თუ შეიქმნებოდა ჩემი ნათქვამის გამო. როგორც მივხვდი, ჩემი მოყოლილი სიტუაცია, რაც სასტუმროში ჩასულს დამხვდა, არასწორად გადავეცი ჩემს მეუღლეს, რომელმაც ფორუმზე ეს თემა დაწერა. სინამდვილეში მსგავსი არაფერი მომხდარა.

ჩემი ჩასვლის დროს, სასტუმროს ტერიტორიაზე იყვნენ დაცვის თანამშრომლები და ამოწმებდნენ ბატონი ბიძინას ნომერს. იმის გამო, რომ ამ სიტუაციაში ნომერში შესვლას თავი ავარიდე, თან ჩემი ნომერი მზად არ იყო, მშობლებთან გავედი დროებით.

ჩემი მეუღლის ზარს ვუპასუხე და მოვუყევი სიტუაცია. როგორც ვხვდები, არასწორად გადავეცი რაღაც ფაქტები, რის გამოც გაღიზიანებულმა ფორუმზე თემა გახსნა. მსგავსი რამ არ მომხდარა, არავის გამოვუგდივარ სასტუმროდან და არავის შეუმოწმებია ჩემი პირადი ნივთები.“

სოციალურ ქსელში ამ თემას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სასტუმროს დამსვენებლებმა პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარესთან ეზოში სეირნობის დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს.

მათ შორის ერთ-ერთი გიგი გაჩეჩილაძე წერს:

„აგერ უკვე მე-5 დღეა ერთად ვისვენებთ და გუშინ გავიგე, რომ თურმე ვიღაცა სასტუმროში არ შემოუშვა დაცვამ და გააგდოო...

ჰოდა, ყველანაირი საწინააღმდეგო აზრი მისაღებია ჩემთვის, თუ სამართლიანობის პრინციპებს ემსახურება, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა ნამდვილად, რადგან მე-5 დღეა არც კი გვიგრძნია, რომ ვინმე განსაკუთრებული პირი არის ჩვენთან ერთად სასტუმროში და ხალხიც ჩვეულებრივად მოძრაობს. ვისაც როგორ და სადაც უნდა...

ალბათ, სხვა რომ ყოფილიყო მთელი ამ დღეების მანძილზე დახურავდა მთელ სასტუმროს და მართლა არავინ იქნებოდა მის გარდა, მაგრამ კიდევ ერთხელ: ეს ის შემთხვევა არაა.

მგონია, რომ კრიტიკა ძალიან კარგია, განსაკუთრებით ჯანსაღი, მაგრამ თუ ამისათვის არანაირი საფუძველი არაა კარგით რა, ცოტა სხვა რამეზეც იფიქრეთ ან უბრალოდ დაისვენეთ ეგეც ასწორებს...“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203