
რაჭაში, სოფელ სადმელში, ავტოავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
Etaloni.ge იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორს მურად ჯიშკარიანს ესაუბრა. სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულია ერთ-ერთი დაღუპული ავთო ფოლადაშვილი:
„ავტომობილში ამხანაგები ისხდნენ, რთულია რაიმეზე ვისაუბრო, ამბობენ საბურავი გასკდაო. ავთო ძალიან კარგი, გაწონასწორებული და მიზანდასახული ყმაწვილი იყო, მისგან სულ სითბო და პოზიტივი მოდიოდა, ხელში სულ ფოტოაპარატი ეჭირა და პაპარაცი ვარო, ამბობდა. ფოტოების გადაღება მისი ჰობი იყო. წარმატებული ბავშვიც იყო, სკოლა წელს დაამთავრა და ეროვნული გამოცდები ჩააბარა, სამედიცონოზე აბარებდა, ვერ მოესწრო სამწუხაროდ, სტუდენტი გამხდარიყო“, - აღნიშნავს ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი.
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავთო ფოლადაშვილის ტრაგიკული დაღუპვის გამო.
Etaloni.ge ასევე თანაგრძნობას უცხადებს სკოლას და გარდაცვლილის ოჯახს.