აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა (დამატება, გადაადგილება, წაშლა) გუშინ 18:00 საათამდე შეეძლოთ. დღეს კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობას აქვეყნებს.
გთავაზობთ აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობას საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვითრაც შეეხება აბიტურიენტთა საბოლოო შედეგებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ივა მინდაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გახდება
ცნობილი.
შენიშვნა: ინფორმაციის განთავსებიდან რამდენიმე საათში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადა გაახანგრძლივა 27 აგვისტოს ჩათვლით. საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდება პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადის (27 აგვისტო) ამოწურვის შემდეგ.