საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ინფორმატიკაში ცენტრალური ევროპის ქვეყნების უძლიერეს სამეულშია
23-08-2018
მედლებით დაბრუნდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები ცენტრალური ევროპის ქვეყნების (CEOI) 25-ე სასწავლო ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, რომელიც ქალაქ ვარშავაში ჩატარდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე ოლიმპიადაზე, რომელში მონაწილე ქვეყნებსაც არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც კი უძლიერესი გუნდები ჰყავთ და ყოველთვის ლიდერის პოზიციები უჭირავთ, ასეთი მაღალი შედეგები აჩვენეს. ნიკოლოზ ბირკაძემ ოქროს, გიორგი კლდიაშვილმა და ალექსანდრე ხოხიაშვილმა ვერცხლის, ხოლო ვანო გამეზარდაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გუნდს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი მანდარია და პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი.
საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები წელს უკვე მეოთხედ მონაწილეობდა ამ ოლიმპიადაში და მიღწეული შედეგებით მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში მოხვდა. მიღებული გამოცდილება დაეხმარება ნაკრებს ინფორმატიკის 30-ე მსოფლიო ოლიმპიადაზე, რომელიც 1-8 სექტემბერს იაპონიაში გაიმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს