მასწავლებელთა გამოცდაზე 1200-ზე მეტი განაცხადი შევიდა - ძირითადად რომელი საგნის შედეგებს აპროტესტებენ აპლიკანტები
22-08-2018
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის სააპელაციო განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის განცხადებით, წელს ცენტრში 1200-ზე მეტი სააპელაციო განაცხადი შევიდა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი განაცხადი ეხება პროფესიული უნარების გამოცდას:

„1200-ზე ოდნავ მეტი საჩივარი შემოვიდა. ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი პროფესიულ უნარებშია, დაახლოებით - 500-მდეა. შემდეგ კი - დაწყებითი საფეხურის ტესტებზე, დაახლოებით - 100-მდე განაცხადია. დანარჩენ საგნებში კი ათეულობითაა საჩივრების რაოდენობა, რიგ შემთხვევაში კი - ერთეულია,“ - აღნიშნა ივა მინდაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, სააპელაციო განაცხადების განხილვა 3-4 დღე გაგრძელდება და დაახლოებით იმ კვირაში გახდება ცნობილი, თუ რამდენ მასწავლებელსა თუ მასწავლებლობის მსურველს  შეეცვლება აპელაციის შედეგად ქულა. ქულის ცვლილების შემთხვევაში აპლიკანტს გადახდილი თანხა უკან უბრუნდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203