2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები და მინიმალური გამსვლელი ქულები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებულ ქულებსა და მინიმალურ გამსვლელ ქულებს აქვეყნებს ტესტების ვარიანტების მიხედვით.
იხილეთ მინიმალური გამსვლელი ქულები ტესტების ვარიანტების მიხედვითროგორც ამ ინფორმაციიდან ირკვევა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური გამსვლელი ქულა - 21 მხოლოდ III ვარიანტშია შენარჩუნებული, დანარჩენ სამ ვარიანტში კი ბარიერი დაწეულია. I ვარიანტის გამსვლელი ქულაა 16, სწორედ ეს ვარიანტი აღმოჩნდა რთული, II და IV ვარიანტების კი - 20.
ზოგადი უნარების გამოცდაშიც მინიმალური გამსვლელი ქულა - 24 მხოლოდ III ვარიანტშია შენარჩუნებული, დანარჩენ ვარიანტებში კი ბარიერი დაწეულია. I და IV ვარიანტებში გამსვლელი ქულებია - 23, ხოლო II-ში - 22, რომელიც რთულ ვარიანტად დასახელდა.
ინგლისური ენის გამოცდაში რთული ვარიანტი აღმოჩნდა IV, რომლის გამსვლელი ქულაც 15-ია. ამ საგნის შემთხვევაშიც, მინიმალური გამსვლელი ქულა - 19 მხოლოდ III ვარიანტშია შენარჩუნებული. II ვარიანტის გამსვლელი ქულა 16-ია, ხოლო I-ის - 17.
რაც შეეხება არჩევით საგნებს, სადაც ტესტის რამდენიმე ვარიანტი იყო, მინიმალური გამსვლელი ქულები შემდეგნარიად გადანაწილდა. გეოგრაფიის გამსვლელი ქულა I ვარიანტისთვის არ შეცვლილა და ისევ იგივე, - 15 დარჩა, ხოლო II ვარიანტისთვის - 13-მდე დაიწია. სწორედ ეს ვარიანტი აღმოჩნდა რთული. ისტორიაში კი I ვარიანტი დასახელდა რთულად, ამ ვარიანტის ბარიერმა 17-მდე დაიწია. I ვარიანტში კი მინიმალური გამსვლელი ქულა - 18 არ შეცვლილა.
იხილეთ გათანაბრებული ქულები