ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების სავარაუდო დრო ცნობილია
23-08-2018
„ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები - ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი,“ - ამის შესახებ Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ივა მინდაძემ განუცხადა.

„საბოლოო შედეგების გამოქვეყნება ამ კვირაში, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება. ვფიქრობ, მომდევნო კვირაში გახდება შედეგები ცნობილი. შედეგების გაგებას აბიტურიენტები ვებ-გვერდის online.naec.ge-სა და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით შეძლებენ,“ - აღნიშნა ივა მინდაძემ.

ცნობისთვის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. გამოცდებისთვის 39 000-მდე აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. საბოლოო შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ მათგან რამდენი გახდა სტუდენტი.

შენიშვნა: ინფორმაციის განთავსებიდან რამდენიმე საათში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადა გაახანგრძლივა 27 აგვისტოს ჩათვლით. მათივე ინფორმაციით, ამის გამო გადაიწევს საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - ჩარიცხვებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ აგვისტოს ბოლო დღეებში ან სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203