სტუდენტებს და აბიტურიენტებს, რომლებიც IBSU-ში აბარებდნენ, არჩევანის შეცვლა 27 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ
21-08-2018
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის განცხადებით, იმ სტუდენტებს/აბიტურიენტებს, რომლებსაც IBSU-ში სურდათ მობილობით გადასვლა/ჩაბარება, რეგისტრაციის დამატებითი ვადა განესაზღვრათ. ცენტრის ცნობით,2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის მსურველ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დამატებით ვადად 2018 წლის 22 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე განისაზღვრა.
„მობილობის მსურველ/მონაწილე ყველა სტუდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს ან შეცვალოს არჩევანი მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18 საათამდე. მობილობაში მონაწილე იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერთ-ერთ პრიორიტეტად არჩეული აქვთ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა შეცვალონ არჩევანი არაუგვიანეს 2018 წლის 27 აგვისტოს 18 საათისა,“ - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით შეეზღუდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს