დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოს - „მე და საზოგადოებას“ გრიფი მიენიჭა
21-08-2018
დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოს - „მე და საზოგადოებას“ გრიფი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია აწერს ხელს, დღეს გამოქვეყნდა. იხილეთ ბრძანება.

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო მოიცავს მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნებსა და მოსწავლის რვეულს. სახელმძღავნელოს ავტორი ნინო ტალახაძეა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საგანში მხოლოდ ამ სახელმძღვანელოს აქვს გრიფი მინიჭებული.

შეგახსენებთ, რომ დღემდე არ მინიჭებია გრიფი არც არც ერთ სახელმძღვანელოს საგანში „ჩემი საქართველო“. საგანი - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ ისევ გრიფისა და სახელმძღვანელოს გარეშეა. ამ საგნის სახელმძღავნელოსთან დაკავშირებით, სამინისტრომ კონკურსი მეორედ გამოაცხადა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203