იაპონიის სკოლებს ახალი წევრები, ინგლისურად მოლაპარაკე რობოტები ეყოლება
21-08-2018

იაპონიის სკოლებს ახალი წევრები, ინგლისურად მოლაპარაკე რობოტები შეუერთდებიან.

ინფორმაციას Engadget ავრცელებს.

იდეა ქვეყნის განათლების სამინისტროს ეკუთვნის და პროექტის მიზანი უცხო ენაში მასწავლებლებისა და მოსწავლეების ცოდნის გაუმჯობესებაა.

პირველ ეტაპზე ინგლისურენოვანი რობოტები ქვეყნის მასშტაბით 500 სკოლაში გამოჩნდება და პროგრამა ქვეყანას სრულად 2 წელში მოიცავს.

სკოლების რობოტიზაცია 2019 წლის აპრილში დაიწყება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203