უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
09-09-2016
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 8 სექტემბრის №888 ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარმოსადგენი სპეციალური ანკეტა-კითხვარის ფორმა და ასევე განისაზღვრა მისი წარმოდგენის ვადები.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, 2016 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით,  ვალდებულია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ანკეტა-კითხვარი წარმოადგინონ 2016 წლის 9 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203