ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალური თამაშის მუნიციპალურ ტურში გაიმარჯვა
20-08-2018
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა - „გრაალი“ ინტელექტუალური თამაშის - „ინტელექტის დღე 2018” მუნიციპალურ ტურში გაიმარჯვა. სკოლა გუნდის წევრებს - ნიკოლოზ შაფაქიძეს, ჯემალ შარაძეს, ზურა ვაშალომიძეს, მარიამ ვასაძეს, ელენე გოგიბერიძეს, გიორგი წიტაიშვილს და დათა ვასაძეს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ - „ინტელექტის დღე“ წელს მეექვსედ იმართება.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის