18 წლის ვაკო მარჩილაშვილმა წყალქვეშ რუბიკ-კუბიკის აწყობაში გინესის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა
17-08-2018
18 წლის ქართველმა კუბერმა ვაკო მარჩილაშვილმა გინესის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. 

ვაკოს მიზანი წყალქვეშ ყველაზე მეტი რუბიკ-კუბიკის აწყობა იყო. 

არსებული რეკორდის გასაუმჯობესებლად მას ერთი ჩასუნთქვით მაქსიმალური რაოდენობის სტანდარტული ზომის რუბიკის კუბი უნდა აეწყო. 

ამ სახეობაში მოქმედი რეკორდსმენი ამერიკელი ენტონ ბრუკი იყო, რომელმაც წყალქვეშ 5 კუბის აწყობა მოახერხა. ვაკო მარჩილაშვილმა მისი რეკორდი მოხსნა და წყალქვეშ 6 რუბიკის კუბი ააწყო. ღონისძიება დღეს, 13:00 საათზე გაიმართა. 

მას საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ. 

ვაკო მარჩილაშვილი საქართველოს ორგზის ჩემპიონია რუბიკ-კუბიკის აწყობაში, აგრეთვე წარმატებულად ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებზეც. აღნიშნული სარეკორდო ასპარეზობა კი მისთვის პირველია. 

იხილეთ ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203