მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე დასაფინანსებელ პირთა რაოდენობა ცნობილია
საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 1,498,500 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელ პირთა რაოდენობები შემდეგნაირად განაწილდა:
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 80 ადგილი
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 120 ადგილი
სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 100 ადგილი
სსიპ - ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნუვერსიტეტი - 50 ადგილი
სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 25 ადგილი
სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 30 ადგილი
სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 25 ადგილი
შპს - საქართველოს უნივერსიტეტი - 15 ადგილი
სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 70 ადგილი
შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი - 15 ადგილი
შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - 10 ადგილი
სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია - 5 ადგილი
შპს - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი - 5 ადგილი
სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი - 5 ადგილი
შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - 16 ადგილი
ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი - 20 ადგილი
სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 20 ადგილი
ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი - 30 ადგილი
შპს - ევროპის უნივერსიტეტი - 25 ადგილი