პრაქტიკოს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია
პრაქტიკოს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და მასწავლებლობის მსურველთა ყველა გამოცდის შედეგები ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს გამოცდების შედეგებს აქვეყნებს შემდეგ საგნებში:
ისტორია (VII-XII)
ინგლისური ენა (I- XII)
რუსული ენა (I- XII)
გერმანული ენა (I- XII)
ფრანგული ენა (I- XII)
ქართული, როგორც მეორე ენა
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მუსიკა
სპორტი
შედეგების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდებს: www.naec.ge და
online.naec.ge. აპლიკანტებს საშუალება აქვთ მიღებული ქულების შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც გაიგონ. ამისათვის მათ ბარათზე დატანილი 9 ნიშნა კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე: 93333.
ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.
2018 წლის მასწავლებელთა კომპეტენციების დადასტურებისა და საგნის გამოცდის ხანგრძლივობა, მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულები