აღმზრდელი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღში 8 თვის ბავშვზე ძალადობდა, სამსახურიდან დაითხოვეს
14-08-2018
სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ძალადობს 8 თვის ბავშვზე აღმზრდელი თბილისის ერთ-ერთ კერძო საბავშო ბაღში. ვიდეოს ბავშვის დეიდა აქვეყნებს:

„ქვედა ეკრანზე თქვენ ხედავთ ჩემს დისშვილს, რომელიც არის 8 თვის... მივიყვანეთ ბაგა ბაღში გამოუვალი მდგომარეობის გამო, რომელიც მდებარეობს თბილისში, დიდ დიღომში. ელენიკოს ექცევა „აღმზრდელი“ უკანასკნელად, ბავშვს იმხელაზე გადააგდებინა თავი უკან, ლამის კისერში გადატეხა. რა უნდა დაგიშავოს 8 თვის ბავშვმა გამაგებინეთ, რომ ასე მოექცეს „ადამიანი“. გთხოვთ გააზიაროთ და ყველამ იცოდეს, რომ სანდო ადამიანები აღარ არსებობენ... მადლობა წინასწარ,“ - წერს სოციალურ ქსელში ბავშვის დეიდა.

შემთხვევა საბავშვო ბაღ „პირველ ნაბიჯში“ დაფიქსირდა. როგორც ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, აღმზრდელი სამი დღის აყვანილი ჰყავდათ სამსახურში, რადგან ზაფხულის შვებულებების გამო, დამატებითი კადრები დასჭირდათ. მისივე თქმით, აღმზრდელი შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების შემდეგ კი მომენტალურად გაათავისუფლეს სამსახურიდან:

„ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი თავად მივაწოდეთ ოჯახს, რომ შესაბამისი ზომები მიეღოთ, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ ფეისბუქზე განათავსეს ვიდეომასალა. ჩვენ იმ დღესვე მივიღეთ ზომები. თანამშრომელი, რომელიც სამი დღის მიღებული გვყავდა, (ზაფხულის შვებულებების გამო დამატებით კადრების აყვანა დაგჭირდა) იმ დღესვე გავათავისუფლეთ. გარდა ამისა, შსს-ს მივაწოდეთ მასალა. საქმე აღძრულია, ძიძა ვერსად ვეღარ იმუშავებს, სათანადოდ დაისჯება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია,“ - აღნიშნა საბავშვო ბაღ „პირველი ნაბიჯის“ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203