შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ იმ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალს, რომლებშიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე გამოცხადდა მიღება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 001;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 010;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 009;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 114;
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 071;
- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 133;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 014;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 012.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს უფლება აქვთ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში სასურველი ცვლილება შეიტანონ. პროგრამების შეცვლის, დამატებისა და წაშლის შესაძლებლობა აბიტურიენტებს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში ექნებათ.