რატევანის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა დაწყებითი საფეხურის დამთავრება ღონისძიებით აღნიშნეს
08-08-2018
რატევანის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის დამთავრება ღონისძიებით - „დედა ენის ზეიმი“ აღნიშნეს. ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ირმა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეოთხეკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. სკოლის აღსაზრდელები ასევე პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების ბოლოს დირექტორმა და დამრიგებელმა მოსწავლეებს სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს