უმაღლესი ქულა ქიმიის გამოცდაზე ორმა აბიტურიენტმა აიღო, ხოლო ფიზიკის გამოცდაზე - ერთმა
07-08-2018
„პირველადი მონაცემებით, უმაღლესი ქულა ქიმიის გამოცდაზე 2 აბიტურიენტმა აიღო, ხოლო ფიზიკის გამოცდაზე - 1-მა,“ - ამის შესახებ Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქიმიის გამოცდაზე დაახლოებით 80%-მა შეძლო მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა, ხოლო ფიზიკის გამოცდაზე დაახლოებით - 75%-მა:

„დღეს გამოქვეყნდა ქიმიისა და ფიზიკის გამოცდის შედეგები. ფიზიკის გამოცდისთვის 800-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, ხოლო ქიმიის გამოცდისთვის - 1800-ზე ოდნავ მეტი. პირველადი მონაცემებით, ქიმიაში ზღვარი დაახლოებით 80%-მა გადალახა, ხოლო ფიზიკაში დაახლოებით - 75%-მა,“ - აღნიშნა ივა მინდაძემ.

რაც შეეხება ლიტერატურის გამოცდის შედეგებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ხვალ ან ზეგ გამოქვეყნდება:

„მხოლოდ ლიტერატურის შედეგების გამოქვეყნება დაგვრჩა. ვფიქრობ, ლიტერატურის გამოცდის შედეგები ხვალ ან ზეგ გამოქვეყნდება,“ - განაცხადა ივა მინდაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203