ისტორიის, ხელოვნების, ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების შედეგები ცნობილია
06-08-2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ისტორიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების შედეგებს აქვეყნებს.

შედეგების სანახავად გადადით ბმულზე online.naec.ge.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფაკიცო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელის, მაგთის, ბილაინის) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გაგზავნოს ნომერზე  – 9 3 3 3 3, (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის დამატება ან წაშლა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203