ხანდოს საჯარო სკოლაში აკაკი წერეთლის პერსონაჟები სცენაზე გააცოცხლეს
06-08-2018
ახალქალაქის ხანდოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში VI-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები საქართველოზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და დაამზადეს კედლის გაზეთები 1918 წლისა და თანამედროვე საქართველოს შესახებ.
ღონისძიების ბოლოს მათ აკაკი წერეთლის მოთხრობიდან „ბაში-აჩუკი“ ნაწყვეტი გაითამაშეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის