დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოები, რომლებსაც გრიფი მოუხსნეს
06-08-2018
დაწყებითი კლასის ორ სახელმძღვანელოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გრიფი მოუხსნა. ეს სახელმძღვანელოებია - პირველი კლასისთვის განკუთვნილი ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო (გამომცემლობა „ტრიასი“) და I-IV კლასებისთვის განკუთვნილი მათემატიკის სახელმძღვანელო (გამოცემლობა „ელფი“).

იხილეთ ბრძანებები გრიფის მოხსნის შესახებ:

ბრძანება N62

ბრძანება N61

როგორც უწყებაში აცხადებენ, გრიფირების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოკვეთა. აღნიშნულ საკითხს უკვე სწავლობს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ახალ ინფორმაციას ხარვეზების თაობაზე, საკითხის შესწავლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ იმასაც, რომ სამინისტრო იქნება აბსოლუტურად ღია ყველა დაინტერესებულ მხარესთან და არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი. ვაპირებთ შეხვედრას ყველა მხარესთან, მათ შორის გამომცემლებთან, რათა ობიექტური ინფორმაცია მათგან მივიღოთ,“ - აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203