2018 წლის უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა
06-08-2018
2018-2019 სასწავლო წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამინისტრო აგრძელებს პირდაპირი მხარდაჭერის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას 2018/2019 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის შემდეგი პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებით:

2018-2019 სასწავლო წელს, სახელმწიფო დააფინანსებს შემდეგ მიმართულებებს: აგრარული მეცნიერებები; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები და მიმართულებათაშორისი დარგები და სპეციალობები;

პრიორიტეტულ პროგრამებზე სტუდენტების პროგრამული და საგრანტო დაფინანსების ჯამი შეადგენს 100%-ს.

პირდაპირი დაფინანსებით პროგრამებზე სტუდენტთა განაწილების შემდეგ დარჩენილი თანხა ნაწილდება იგივე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტული მიმართულების სხვა დარგის/სპეციალობის პროგრამებზე სტუდენტების საერთო რანჟირებული სიაზე დაყრდნობით (გადასახადის 100%-მდე შევსების პრინციპით).

2018/2019 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების სია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203