
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ტრენინგს „სამუზეუმო მასალების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ეფექტიანობისათვის“ დაესწრნენ.
ტრენინგზე მასწავლებლები ეცნობიან საქართველოს მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებს, მუზეუმებში არსებული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, სასწავლო და ვირტულაური ექსკურსიების დაგეგმვის პრინციპებს, სასწავლო პროექტებისა და სასწავლო რესურსების შექმნის გზებსა და საშუალებებს.
ორდღიან ტრენინგს ჯამში 1500 საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გაივლის.
მოდულის წარმატებით გავლის შედეგად მასწავლებელი 1 კრედიტქულას მიიღებს.