ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ჯიხეთის დედათა მონასტერი მოინახულეს
02-08-2018
ვანის, ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ჯიხეთის დედათა მონასტერი მოინახულეს. სკოლის აღსაზრდელებმა მასწავლებლებთან ერთად მონასტერი მოილოცეს, მონასტრის ისტორია მოისმინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის