ზოგადი უნარების გამოცდაზე მინიმალური ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 86,75%-მა - სტატისტიკური ანალიზი
02-08-2018
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადი უნარების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.

სტატისტიკური ანალიზით ირკვევა, რომ ზოგადი უნარების ოთხივე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 86,75%-მა.



ზოგადი უნარების გამოცდაზე დაფიქსირებული საშუალო ქულა ვარიანტების მიხედვით კი ასე გამოიყურება:



ამავე ცხრილიდან ირკვევა, რომ 80 ქულა (ზოგადი უნარების მაქსიმალური ქულა) მხოლოდ ერთ ვარიანტში (მეოთხე ვარიანტი) დაფიქსირდა. ამასთან, პირველ და მეორე ვარიანტებში ყველაზე მაღალი ქულა, რომლის აღებაც აბიტურიენტებმა შეძლეს, 77 აღმოჩნდა. ხოლო მე-3 ვარიანტში ეს მაჩვენებელი 78-ია.

სტატისტიკური ანალიზით ირკვევა, რომ წლევანდელი უნარების გამოცდის ყველაზე რთულ ვარიანტად დასახელდა მეორე ვარიანტი. ამიტომ ამ ვარიანტის გამსვლელი ქულა იქნება 22. პირველი ვარიანტის შემთხვევაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო 23 ქულა და მეტი, მესამე ვარიანტის შემთხვევაში - 24, ხოლო მეოთხე ვარიანტისთვის - 23.

იხილეთ სტატისტიკური ანალიზი

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი „ნედლი“ ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203