არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამვლელებს დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს
02-08-2018
არხილოსკალოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელებს ტანსაცმელზე სოლიდარობის სიმბოლო - ჭრელი წინდები დაუმაგრეს და დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მოსწავლეებმა ასევე გააკეთეს კედლის გაზეთი - „ცხოვრება დაუნის სინდრომით“, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე წარმატებული ადამიანების ისტორიები აღწერეს.
დღის ბოლოს ჩატარდა პრეზენტაციები, სადაც უფროსკლასელებმა თანასკოლელებს დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ კითხვებს უპასუხეს.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა თვითმართველობას, სამოქალაქო კლუბის წევრებს და პედაგოგებს აქტივობებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203