NDI: მოსახლეობის უმრავლესობას განათლება პრიორიტეტულ საკითხად მიაჩნია
01-08-2018
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას განათლების საკითხები მნიშვნელოვნად და პრიორიტეტულად მიაჩნია. 

ბიუჯეტის პრიორიტეტების კვლევისას მოსახლეობის უმეტესობამ განათლება და ჯანდაცვა პირველ ადგილზე დააყენა. 







განათლება არ აღმოჩნდა იმ სფეროთა ჩამონათვალში, რომელსაც მოსახლეობის აზრით ფულის დაზოგვა და შემცირება სჭირდება. 



NDI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუსთვის 2 409 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის შეირჩა. 

კვლევის საველე სამუშაოები CRRC საქართველომ შეასრულა. კვლევის მიმდინარეობისას მოსახლეობა არ გამოკითხულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203